четверг, 20 ноября 2014 г.

რეფლექსია მე-9-ე დღე

       
                                  რეფლექსია   მე-9  დღე

        დავასრულეთ ეს საოცრად საინტერესო და ნაყოფიერი წვრთნა. როგორ მინდა, ყველაფერი დავწერო, რასაც განვიცდი, მაგრამ ბევრი გამოვა...
        მოკლედ, მაქსიმუმი ავიღე,  კმაყოფილი ვარ, მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე.
        გული მწყდება იმაზე, რომ რამდენიმე დღის  რეფლექსია არ მაქვს. სასიამოვნოდ დატვირთული დღეები იყო  და  დროში ვერ ჩავეტიე, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი.

       გმადლობთ, ნახვამდის!...

воскресенье, 9 ноября 2014 г.

მე-6 დღე - რეფლექსია

                                     


                ცოტა შეუძლოდ ვარ, მაგრამ ყველაფერი სასწაულად საოცარი და საჭიროა...

                 დღეს ვიმუშავეთ  პროექტის  შეფასების რუბრიკაზე , საჭირო  რესურსებზე.გავაზიარეთ პროექტის პორტფოლიო.
           

პროექტის პორტფოლიო

             პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე



https://drive.google.com/folderview?id=0BxhPsALdLof5MlRrNHBPZlBvX28&usp=sharing

суббота, 8 ноября 2014 г.

მე-5 დღე -რეფლექსია

                                         

      თანდათან   უფრო  მეტად    საინტერესო  გახდა  მუშაობა,  პროექტის  გეგმას  დეტალურად განვიხილავთ   და ვამუშავებთ.  დღეს  მნიშვნელოვანი  იყო მიმართულების  მიმცემი  საკვანძო კითხვები  დაშეფასება.

воскресенье, 2 ноября 2014 г.

რეფლექსია-მე-4 დღე

                      ყოველი დღე მნიშვნელოვნად საინტერესოა, ამოუწურავია ადამიანის მიგნებების შესაძლებლობები,რას არ ვგებულობთ,როგორ მდიდრდება,ღრმავდება გამოცდილებები...
              დრეს საკმაოდ კონკრეტული და აკურატული იყო ბუკლეტებზე,პროექტის განაცხადის სტრუქტურაზე მუშაობა.
კარგად გავიგე (მგონი) ,,ჩემი დისკი",შევეცდები, დავალება სრულყოფილი მოვიტანო, დათო თვითონ მაქსიმალურს გვაწვდის.

суббота, 1 ноября 2014 г.

რეფლექსია- მე-3 დღე


         სამწუხაროდ,   დენის გათიშვის გამო ვერ დავაფიქსირეთ მე-2 დღის რეფლექსია.

         დღეს  დატვირთული და საინტერესო დღე იყო. გავეცანით  სასწავლო პროექტის   გეგმის სტრუქტურასა და შექმნის წესებს, საკმაოდ ხალისიანი სამუშაო იყო.

суббота, 25 октября 2014 г.

რეფლექსია - პირველი დღე,


 თითქოს ჩემი გზა გაილია,
მაგრამ ვერაფერი გავაკეთე,
თითქოს უაზროდაც  არ მივლია,
თითქოს ყველაფერი გავაკეთე..

ყველაფერი? არა!  ეს ჯადოსნური შესაძლებლობა  მაქსიმუმამდე უნდა  გამოვიყენო, აი, მაშინ კი ბევრის  გაკეთებას  შევძლებ.